geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების  განადგურების შესახებ

 

 

 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. შეიქმნას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების  განადგურების  მიზნით  (რომელიც ექვემდებარება გადადგურებას) კომისია შემდეგი შემადგენლობით:   

 

ა) ასმათ ახალაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თეა ქუსიკაშვილი -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი, მდივანი;

გ) მედეა უშარაული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

დ) ქეთევან ცაბაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) მაია მუჩაიძე -  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი,  კომისიის წევრი;

ვ) მირანდა მიქაძე - ხარისხის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

 

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

 

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.